განცხადებები

«კრემლია ოკუპანტი…რუსეთს ნუ ვამბობთ…დუმილს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ლაყე კვერცხების სროლას»-ფარულავა პოზნერის ვიზიტზე

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა საქართელოში რუსი ჟურნალისტის, პოზნერის ვიზიტს გამოეხაურა:

‘მე ვარ მომხრე არაძალადობრივი პროტესტისა, ხანდახან დუმილს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ლაყე კვერცხების სროლას. ასევე ისიც გავიგე, რომ ამ პოზნერს, ვიღაცა ჯანდაბა კაცს 2010 წელს უთქვამს ეს და მას მერე ჩამოდის და ჩამოდის და რაღა გუშინ გაგიჟდნენ, მაგრამ არავის არ ქონდა უფლება, რომ დაერღვია კომენდანტის საათი, ეს იყო ორგანიზატორის უნიათობა…

რა თქმა უნდა კრემლია ოკუპანტი, კრემლია ბოროტი, რუსეთს ნუ ვამბობთ, რუსეთში ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც უყვართ საქართველო. და კიდევ ის, რომ საქართელოს მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე რომაა მიყიდული და რომელ წლებში ყველამ ძალიან კარგად ვიცით»-განაცხადა ია ფარულავამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

Loading…

მსგავსი პოსტები

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ

»ვუსამძიმრებ ქართულ ოცნებას, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ»-ეკა ბესელია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

დატოვე კომენტარი