covid-19

კორონავირუსი: იტალიელი ექსპერტები მუხუცებს ურჩევენ მოკვდნენ

ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული 322 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთი კვირის წინ იტალიაში უკვე იყო Covid-19- ის 2,502 შემთხვევა. საავადმყოფოებში ექიმებმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია მაინც ჩაუტარეს, მწვავე რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებს.

11 მარტს იტალიაში 10 149 შემთხვევა დაფიქსირდა. პარასკევს უკვე 17,500-ზე მეტი იყო. ახლა უბრალოდ ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც საჭიროებს შესაბამის ზრუნვას.

ექიმები და ექთნები არასაკმარისი რაოდენობისაა. და რაც მთავარია — ვენტილაციისთვის გაცილებით ნაკლებია აპარატურაა, ვიდრე პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ მას.

იტალიის ანესთეზიის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ინსტიტუტმა (SIAARTI) გამოაქვეყნა რეკომენდაციები ექიმებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს.

დოკუმენტი იწყება მიმდინარე ვითარების შედარება ომთან ან დიდ სტიქიურ

უბედურ შემთხვევებთან, როდესაც ექიმებმა უნდა აირჩიონ პირველ რიგში დაჭრილთა ის ნაწილი, რომელიც საჭიროებს პირველად აუცილებელ დახმარებას.

რეკომენდაციები ითვალისწინებს შერჩევის კრიტერიუმების დამკვიდრებას, რომლებიც ეფუძნება «სამართლიან განაწილებას და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას».

ექსპერტების მიერ წამოყენებული მთავარი იდეა მარტივია: ინტენსიური თერაპიის ხელმისაწვდომობა უნდა მიეწოდოს პაციენტებს, რომელთაც გამოჯანმრთელების უფრო მეტი შანსი აქვთ. ასე რომ, მათი აზრით, შეიძლება დაცულიქნას პრინციპი «მაქსიმალური სიკეთე  მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს».

Loading…

აქედან გამომდინარეობს რეკომენდაცია, რომელიც ნორმალურ პირობებში წარმოუდგენელია: ”შეიძლება დაგჭირდეთ ასაკობრივი ზღვრის დადგენა ინტენსიური თერაპიის მისაღებად.”

იმათ, ვინც სიბერის გამო, გამოჯამრთელების შანსი ნაკლები აქვთ და რომელთაც სიცოცხლის დასრულებამდე სულ უფრო ნაკლები დრო დარჩათ, ურჩევენ მოკვდნენ.

სასტიკად ჟღერს, მაგრამ ერთადერთი ალტერნატივაა დაცულ იქნას პრინციპი «ვინც ადრე მივიდა, მან დაიკავა». მემორანდუმის ავტორების თქმით, ეს კიდევ უფრო უარესია.

ასაკის გარდა, ექსპერტები ურჩევენ ექიმებს, გაითვალისწინონ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ან, დოკუმენტის ავტორების სიტყვებით, «ყურადღებით შეაფასონ თანმდევი პათოლოგიების არსებობა».

მარტივად რომ ვთქვათ, ხანდაზმულები და მძიმე დაავადებული პაციენტები მეტ დეფიციტურ რესურსებს დახარჯავენ, თუმცა ისინი მაინც განწირულები არიან სიკვდილისთვის.

რეკომენდაციები ვრცელდება იმ პაციენტებზეც, რომლებიც არ არიან კორონავირუსით დაავადებულნი, მაგრამ სჭირდებათ ინტენსიური თერაპია.

წყარო

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დაიკლო

roma sajaia

ილია II-სთვის PCR-ის გაკეთება არ იგეგმება — საპატრიარქო

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი დასახელდა

roma sajaia

დატოვე კომენტარი