covid-19

კორონავირუსი დედის რძეში არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება ბავშვს დედის რძით შეიძლება გადაეცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ანშუ ბანერჟიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში. ამიტომაც, კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის რისკი დადასტურებული არ არის“, — განაცხადა ანშუ ბანერჟიმ.

თამარ ქუთათელაძე

Paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღება საჭირო გახდება — ბიძინა კულუბეგოვი

ეპიდსიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში

ეპიდსიტუაცია უკრაინაში

დატოვე კომენტარი