covid-19

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა

დღეს გამოვლენილი შვიდი ახალი კოვიდ დადასტურებული პაციენტიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, — ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ახალი შემთხვევების რაოდენობას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა რუსეთმა

ვმუშაობთ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინა იანვარ-თებერვალში შემოვიტანოთ-ამირან გამყრელიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

დატოვე კომენტარი