covid-19მსოფლიოში

კორონავირუსის პანდემიის გამო, ირანში რელიგიური წმინდა ადგილები დაკეტილი დარჩება

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო რელიგიური წმინდა ადგილები დაკეტილი დარჩება, რაც, როგორც ვარაუდობენ, დარტყმა იქნება მკაცრი კურსის მომხრე გავლენიანი რელიგიური მოღვაწეებისთვის, რომლებიც მოითხოვენ, რომ ეს ობიექტები გაიხსნას. „სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდებით, რომ მომლოცველები პრობლემებს არ წააწყდებიან რელიგიურ ადგილებზე, ჩვენს თავს ვერ მივცემთ ამ ცენტრების ხალხისთვის გახსნის უფლებას,“ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საედ ნამაკიმ 30 აპრილს. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ალირეზა რაისიმ განაცხადა, რომ თუკი ვითარება არ შეიცვლება, წმინდა ადგილები მთელ რიგ ქალაქებში — მათ შორის ყუმსა და თეირანში — დაკეტილი იქნება რამადანის წმინდა თვის დასრულებამდე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ხვალიდან კიევში მკაცრი კარანტინი ცხადდება

Joni Kvaracxelia

საქართველოში კიდევ 3 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

კანადა კორონავირუსისს მეორე ტალღაში შევიდა

დატოვე კომენტარი