covid-19განცხადებები

კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირაშია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ პროცესი დღემდე მართვადია და მთავარია, ეს შენარჩუნდეს.

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამირან გამყრელიძის თქმით კორონავირუსი ახლო მომავალში არ მორჩება

ამ წუთებში! საგანგებო ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში (ვიდეო)

რატომ წყვეტს ბათუმის იუსტიციის სახლი ფუნქციონირებას დროებით?

დატოვე კომენტარი