covid-19

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 76 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს 00:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით — სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად, ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე პაციენტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თუ ისლანდიაში გაემგაზვრებით კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაგიტარდებათ

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები?-სიახლე აბიტურიენტებისთვის

roma sajaia

დატოვე კომენტარი