სხვადასხვა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა შვიდი ათასზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში. ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი.

იაპონიის მთავრობა კი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ინფიცირებულთა მკურნალობასა და სამედიცინო დაწესებულებების ტესტირებისთვის საჭირო სისტემებით აღჭურვას მოხმარდება. ასევე გაიზრდება სამედიცინო ნიღბების წარმოება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია საავადმყოფოებში.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გამოავლინა. დაავადებული ტეხასის საჰაერო ბაზაზე კარანტინში იმყოფება.

წყარო:პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

13 წლის მოზარდს კვლავ ეძებენ

დღეს «ბორჯღალოსნები» ირლანდიას დაუპირისპირდებიან

«ჯორჯიან თაიმსის» გენერალურ დირექტორს აქციაზე დროშის ტარი ჩაარტყეს(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი