განცხადებები

კორონავირუსთან დაკავშირებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსთან დაკავშირებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს.

«კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას სთავაზობს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფიცირებული ტრანსპორტით.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება»-აღნიშნულია  კომპანიის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩატაევი ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია»-სოსო გოგაშვილი

აღმაშენებლი ცოცხალი, რომ ყოფილიყო ძელზე შესვამდა სალომე ზურაბიშვილს -თაკო ჩარკვიანი

მე ვიყავი პატარა სარდალი, ის დიდი სარდალი იყო-ემზარ კვიციანი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი