სხვადასხვა

კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ფილმები, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრების ნაცვლად ონლაინ-სივრცეში მოეწყო

ამერიკის კინოაკადემიის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ნომინანტების შერჩევის წესის შეცვლის შესახებ „ოქროს გლობუსის“ ორგინიზატორმა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამაც (HFPA) განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახლა კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ფილმები, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრების ნაცვლად ონლაინ-სივრცეში მოეწყო.

„ლოს-ანჯელესში ყველა კინოთეატრის და კინოდარბაზის დახურვიდან გამომდინარე, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ფილმი HFPA-ს ყველა წევრმა კინოთეატრში უნდა ნახოს, დროებით შეჩერებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა და მეზობელი მამაკაცი მოკლა

«შევხვდებით ოქტაგონზე»-კონორ მაკგრეგორი სპორტში ბრუნდება

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა

დატოვე კომენტარი