covid-19რეგიონი

კოვიდცენტრად გადაკეთდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კოვიდცენტრად გადაკეთდა. ამჟამად იქ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია.

„ჩვენ კოვიდ მკურნალობაში გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ჩავერთეთ. კლინიკა დავცალეთ, გუშინ საღამოს 15 კოვიდინფიცირებული მოვათავსეთ, ყველა მათგანი მსუბუქი ფორმისაა, მათ მონიტორინგი უტარდებათ. ძირითადად დაკვირვებას ყველა პაციენტზე ვახორციელებთ. განსაკუთრებული მკურნალობა არავის არ უტარდება და გამოკვლევები პაციენტებიდან ხუთი ქორწილის კლასტერია, ერთი ე.წ ხოფის, ერთი ე.წ დონას, ორი ბანკის კლასტერია და ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია. ასევე ოთხი არასრუწლოვანი გვყავს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუტრებულ ჩარევას არცერთი პაციენტი არ მოითხოვს. ჯამში ბათუმის ინფექციური საავადმყოფო 40 საწოლზეა გათვლილი, მაგრამ როგორც ვიცი „ცხელების ზონაც“ და ინფექციური პაციენტები ზონაც იქნება. ჩვენი ინფექციური საავადმყოფო ადაპტირებულია, გვაქვს რამდენიმე შესასვლელი და იზოლირებული სივრცეები. მძიმე პაციენტები ჩვენთან არ იქნება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

CoVid-19 საქართველოში

უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ

ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რუსეთში მოქალაქეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

დატოვე კომენტარი