მსოფლიოში

კიევში აშშს საელჩოს თანამშრომელი მოკლული იპოვეს

კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი, ამერიკელი ქალი რკინიგზასთანა ახლოს, პარკში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი გამვლელმა იპოვა და თქვა, რომ თავის არეში დაზიანება ჰქონდა, სპორტული სამოსი ეცვა და მისი ყურსასმენებიც იქვე იყო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებენ კაცს, რომელსაც მუქი თმა ჰქონდა და მუქი ფერის სპორტულ სამოსს ატარებდა. იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, მაგრამ არ არის გამორიცხული შემთხვევითი სიკვდილიც.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შოლცის ვიზიტი ჩინეთში — ბერლინის ჩინური სტრატეგიის განხორციელება

რომის პაპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

Joni Kvaracxelia

დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმი შონ კონლი აცხადებს…

დატოვე კომენტარი