ომი უკრაინაში

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, – წერს კულება.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვასილკოვოს აეროდრომის მიმართულებით მიტანილი ავიაიერიშის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.

ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერ უცნობია, დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინაში ეუთო-ს თანამშრომელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა

roma sajaia

აშშ და ევროკავშირი კიევს მრავალმილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან

Joni Kvaracxelia

რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას არაერთი შეცდომა დაუშვა-ლოიდ ოსტინი

დატოვე კომენტარი