სოცქსელი

«კვლავ თავისუფლად დადის დათუნა სარალიძის ყველა მკვლელი!»-ნიკა მელია

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების შესახებ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აკეთებს:

«კვლავ თავისუფლად დადის დათუნა სარალიძის ყველა მკვლელი! არავინ სჯის არც მკვლელებს და არც მათ მფარველებს. არავინ სჯის მათ, ვინც ლოგინში დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი!

ამ მახინჯ სინამდვილეს ყველა ვხედავთ! ვხედავთ რა მახინჯი სისტემაცაა, მაგრამ ეს სისტემა პირადი გამორჩენის გამო გვაწყობს და ვამართლებთ ამ ქაოსს, უსამართლობას, ვცდილობთ მის შენარჩუნებას, ან ეს ყველაფერი ჩვენში იწვევს სამართლიან პროტესტს და ვიბრძვით მის შესაცველლად.

მოკლედ, უსამართლო სისტემას ვეუბნებით — „ჰოს“ ან „არას“. ყველა ვიბრძვით — ან არსებული მახინჯი სინამდვილის შესანარჩუნებლად, ან მის შესაცვლელად!

„ჰოს“ სათქმელად შეგვიძლია შევუერთდეთ ათასგვარ კონტრაქციებს, შეგვიძლია სახლშიც დავრჩეთ — დუმილი თანხმობის ნიშანია. მაგრამ „არას“ სათქმელად, საჭიროა „არას“ თქმა!

დიახ, უნდა გამოვიდეთ კვირას, 10 ივნისს ქუჩაში და უნდა ვუთხრათ „არა“ მკვლელების მფარველებს! ვუთხრათ ხმამაღლა!»-წერს ნიკა მელია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«აქციის დაშლა არ ყოფილა, მოგერიება იყო, — თქვა კახი კალაძემ და ჰეთთრიკი შეასრულა საკუთარ კარში»-ნიკა გვარამია

Joni Kvaracxelia

«მე მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი ვარ…მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს…გამიღეთ სამოთხის კარი»

Joni Kvaracxelia

«ჭინკებო, ქვეყნის მტრებო, ერთი იცოდეთ!»-რას წერს ზურა ხაჩიძე?

roma sajaia

დატოვე კომენტარი