მსოფლიოში

კენჭისყრა ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს, 6 ივნისს კენჭს უყრიან „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კენჭისყრას მხარი დაუჭირა ჯონსონის სულ მცირე 54-მა თანაპარტიელმა. კანონის თანახმად, ეს საკმარისია იმისთვის, რომ კონსერვატორთა ფრაქციას პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება კენჭისყრაზე დაეყენებინა.
ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს კორონავირუსის პანდემიის დროს, 2021 წლის ბოლოს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევისთვის. ამისთვის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.
2022 წლის აპრილში, პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელებს ბოდიში მოუხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

კონფორმისტი მილიარდერიდან უხერხულ პოლიტიკოსამდე. როგორ აღმოჩნდა რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ციხეში

საფრანგეთში პირბადის გარეშე სიარულის დამრღვევი ჯარიმდება

Joni Kvaracxelia

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება

დატოვე კომენტარი