სიახლენი

კარანტინი ნიუ-იორკის აეროპორტში. თავი შეუძლოდ ერთდროულად 100-მდე მგზავრმა იგრძნო

ნიუ-იორკის აეროპორტში დუბაიდან ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება არ მისცეს. კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება აეროპორტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრები შეუძლოდ გახდნენ. თავი ცუდად 100-მდე ადამიანმა იგრძნო, ნაწილს მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა, რის გამოც მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გავრცელებული ცნობით, ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მგზავრების ნაწილი მექაში იმყოფებოდა, სადაც ამ დროისთვის გრიპის ვირუსია გავრცელებული.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასწრაფომ კლინიკაში გადაყვანა

Joni Kvaracxelia

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს და რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს

მიხეილ სააკაშვილი მამა ანთიმოზ მჭედლიძის კომენტარს ეხმაურება

დატოვე კომენტარი