არჩევნებიგანცხადებები

«კანცლერისგან მივიღეთ დაპირება, რომ გერმანია დადებითად მოეკიდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციებისა და სიის მხარდაჭერის საკითხს»-დავით ბაქრაძე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი   საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.

ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი «ევროპული საქართველოს» პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გააკეთა:

„განსაკუთრებით აღვნიშნავთ ორ კონკრეტულ შედეგს, რომელიც მივიღეთ​. მე დავაყენე საკითხი,რომ გერმანიას განეხილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციებისა და სიის მხარდაჭერის საკითხი და კანცლერისგან მივიღეთ დაპირება, რომ გერმანია დადებითად მოეკიდება ამ საკითხს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის შესაბამისად გერმანია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქცირებას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთისთვისა და თითოეული იმ ადამიანისთვისაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართველების მოტაცება და მკვლელობა არის დაუსჯელი. მოვუწოდებ საქართველსო ხელისუფლებას, რომ ბოლომდე მიჰყვეს ამ საკითხს,“ — განაცხადა ბაქრაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი»-ქართველმა სტუდენტმა ლიეტუვაში სალომე ზურაბიშვილს მიმართა

«არც გამიგია მსგავსი საოცრება სადმე მომხდარიყოს…»-რამ გააოგნა ნიკა გვარამია

roma sajaia

«ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა არც ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საკითხი ეხება ნარკოტიკებს»

დატოვე კომენტარი