covid-19მსოფლიოში

კალიფორნიაში შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვები ისევ წესდება. შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განკარგულებით, კალიფორნიის რესტორნებისა და ბარების შიდა სივრცეები, ასევე კინოები და თეატრები კვლავ დაიხურება.

ამასთან, შეზღუდვა ასევე შეეხება სპორტულ დარბაზებს, სილამაზის სალონებს, ოფისებსა და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული. შეგახსენებთ რომ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 3 323 432 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 135 272 ადამიანი კი გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

Apple თავის მაღაზიებს ხურავს

ბელორუსიაში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს

ემანუელ მაკრონი რუსეთს მიმართავს

დატოვე კომენტარი