ანალიტიკაპუბლიკაციები

იქნება თუ არა რიში სუნაკი კარგი პრემიერ მინისტრი?

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერის სკამისთვის რბოლას გამოეთიშა.
«Hasta la vista, baby»-იმ ჯერ არ იმუშავა.
ახლა, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.
მხარდასაჭერად მან პარტიის დეპუტატების 155 ხელმოწერა მიიღო.
ჯონსონმა 54-ი (თუმცა ის თავად აცხადებს 102-ს).
პარტიამ თავისი სათქმელი თქვა.
ამ მიზეზით, ბორის ჯონსონი მიხვდა, რომ ამჯერად არ გამოვა და მან არჩევნებისთვის თავის დანებება გადაწყვიტა და თქვა, რომ „არასწორად“ მიაჩნია ახლა თანამდებობაზე დაბრუნება, რადგან ქვეყანას სჭირდება „გაერთიანებული პარტია“.
გარკვეულწილად, ასე ჯობია.
მომავალ პრემიერ-მინისტრს ამ ზამთრას კვლავ დაემუქრება კრიზისების სერია, რომელიც უნდა მოგვარდეს. რთული იქნება და არ არის გამორიცხული, რომ ახალი პრემიერ-მინისტრიც შეძლებს თავისი პოსტის დიდხანს დაკავებას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოლიტიკა ორიენტირებული იქნება შინაგანი მიმართულებით, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე და არა საგარეო პოლიტიკაზე.
თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი სწორად მოიქცა: იგი მეორედ ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, ადგილს უთმობს უფრო ამბიციურ პარტიულ წევრებს, თანაც თანამდებობას ინარჩუნებს და ალბათ დაელოდება უკეთეს მომენტს.
რიში სუნაკის სასარგებლოდ ითამაშებს:
▫️კარგი ოქსფორდის განათლება (ცნობილი გამოთქმაა «ამ კაცმა იცის რა და როგორ გააკეთოს»);
▫️თანმიმდევრულობა და გამოცდილება საჯარო ადმინისტრირებაში, განსაკუთრებით ფინანსებში და ახლა პრობლემა ნომერ პირველი არის ეკონომიკური კრიზისი.
მის წინააღმდეგ ითამაშებს:
▫️მისი კლასობრივი წარმომავლობა (მდიდარი ოჯახი, არისტოკრატი მეგობრები, უზარმაზარი ქონება, რის გამოც ადამიანებს უბრალო ხალხის რეალობიდან იზოლირების შთაბეჭდილება ექმნებათ);
▫️სავარაუდოდ მჭიდრო კავშირები აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან (ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ამას პრობლემად ხედავს);
▫️ფინანსური პოლიტიკის შლეიფი, რომელიც მან ჯონსონის დროს გაატარა, რის გამოც იგი ითვლება დამნაშავედ ბრიტანეთის ამჟამინდელ პრობლემებში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ტრასის მსგავსად, პოლიტიკა მიმართული იქნება შიდა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ და არა საგარეო პოლიტიკისკენ, რომელიც უცვლელი დარჩება ისედაც.
თუ სუნაკის წინასაარჩევნო რიტორიკას დავუჯერებთ, ის უფრო მეტად მონდომებული იქნება ანტიჩინური პოლიტიკის გატარებისკენ ვაშინგტონთან ერთად.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ დაახლოებითი შეფასებებია და მალე ვნახავთ შიდაპარტიული არჩევნების შედეგებს და ახალი პრემიერის პირველ ნაბიჯებს.

კახა კვეკვესკირი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვინც გეუბნებათ რომ საქართველო პატარა სოფელია — გატყუებენ»

ერთადერთი თხოვნა აქვთ — »ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა»

Joni Kvaracxelia

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ ლიდერთა შორის არ არის — თეიმურაზ ზაქრაძე

დატოვე კომენტარი