პოლიტიკა

იუსტიციის სახლებში წინასწარი ჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან შვიდ იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, – ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

4 დღის დანიშნული საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მოსკოვშია

Joni Kvaracxelia

«რუსეთი ირჩევს პლანეტის უზენაეს მმართველს»- აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკი

Joni Kvaracxelia

ჩიორა თაქთაქიშვილმა «ნაციონალური მოძრაობა» დატოვა-საგანგებო განცხადება

დატოვე კომენტარი