covid-19მსოფლიოში

იტალიაში კოვიდპასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტები ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა.

შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, იტალია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდპასპორტის წარდგენა ყველა დასაქმებულს მოუწევს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

ახალი წესები 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.

სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

Loading…

მსგავსი პოსტები

ახალი რეგულაციები ინტერნეტპლატფორმებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო 7 ოქტომბერს დაიწყება

დატოვე კომენტარი