covid-19მსოფლიოში

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, მთლიანად ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 170-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 3 786 ადამიანი დაავადდა. ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა იტალიაში 168 941 შეადგინა, ხოლო 40 164 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა. 2 936 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სომხეთის პრეზიდენტმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ პრესიდან გაიგო

ჩრდ. კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

დატოვე კომენტარი