ანალიტიკაპუბლიკაციები

ის რაც ვირუსზე მეტად გვანადგურებს

უკვე გეშინიათ?!

ამბობენ, რომ ეს ვირუსი სახელად «კორონა» შენიღბული სხვადასხვა სიმპტომებით, როგორიცაა: სიცხე,ხველა, სუნთქვის სიმძიმე კლავს შენს იმუნიტეტს. გეკვრება ფილტვებზე და გიძნელებს სუნთქვას, ის ვრცელდება, ვრცელდება ყველგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ისინი გვეუბნებიან, რომ ეს დაემართება ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა და ასაკისა. ეს დაემართება ჩვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ეს ყოველივე დიდი ტრაგედიაა, სიგიჟეა უსაზღვრო სიგიჟე. ისინი გამუდმებით ჩაგვჩურჩულებენ, რომ ეს ახლოსაა.

მსოფლიომ ჩაკეტა საზღვრები, დაცარიელდა მაღაზიები, შეაჩერა ბიზნესის სხვადასხვა სახეობებმა მუშაობა. სადეზინფექციო ხსნარებს დაედო ოქროს ფასი. ყველა ნერვებზეა, გამოკეტილი საკუთარ სახლში. ამ სიტუაციაში ჯობს არ დააცემინოთ, რადგან ჯანმრთელობას არავინ გისურვებთ პანიკით შეპრყობილებს. მიგვითითებენ ხელების ისტერიულ დაბანვაზე რომელიც არ არის დაზღვევა. და რაც მთავარია, არ არის საუბარი ვირუს «კორონაზე», ეს არის ბევრად მომაკვდინებელი ვირუსი. ვირუსი სახელად «შ». ყოველ წუთას ვრცელდება, როგორი ეპიდემიაა, რომ ეს ვირუსი შეიძლება იყოს ყველაფერზე აბსოლიტურად ყველაფერზე. სასოწარკვეთილებაში გაგდებენ, ეს ყველაფერი ილექება ტვინში და იწყებ ბრალდებას, რომ ეს არის ჩინეთის ბრალი, იტალიის, ესპანეთის, ირანის.

ზემოთ ვახსენე გასაგებად ვირუსი «შ». ეს ვირუსი ქალბატონებო და ბატონებო, გახლავთ «შიში».

ბექა კორკელია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე მისი შესაძლო გავლენა

Joni Kvaracxelia

«ძალიან მეეჭვება იდეოლოგიურად ასეთი «ღატაკი» არსენალით ოდესმე პოლიტიკურ «მინდორზე» გასვლა ეღირსოს ამ «სათადარიგო მოთამაშეს»

Joni Kvaracxelia

,,ქურდები“ და ბანდიტები

დატოვე კომენტარი