სხვადასხვა

ისრაელის საელჩო გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ სახალისო კონკურსში

ისრაელის საელჩო გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ სახალისო კონკურსში: #IsraelinGeorgiaChallenge

გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის პირობებს:

1) თამაში დაკავშირებულია ბურთის მარათონული პრინციპით აკენწვლასთან, რომლის წესები შემდეგია:
• მონაწილეები: ბურთის აკენწვლაში უნდა მონაწილეობდეს 2 ან 3 პირი, რომელთაგან 1 (თუ საერთო მონაწილეების რაოდენობა 2-ია), ან 2 (თუ საერთო მონაწილეების რაოდენობა 3-ია) უნდა იყოს გოგო. ასევე შესაძლებელია ყველა (ორივე, ან სამივე) მონაწილე იყოს გოგო/ქალი;
• კენწვლის პრინციპი: (2 მონაწილის პირობებში/მაგალითზე) ორივე მონაწილეს აქვს თავისი (თითო-თითო) ბურთი; კენწვლას იწყებს პირველი მონაწილე და მეორემ უნდა დაიწყოს/(ანუ) გააგრძელოს კენწვლა, სანამ პირველი დაკარგავს ბურთს; შესაბამისად, ამ დროს (თუ მეორემ მოასწრო დროულად დაწყება) თვლა გრძელდება — ამ მეორეს დარტყმებით; იგივე პრინციპით — სანამ მეორე კენწლავს, პირველმა უნდა მოასწროს, აიღოს ძირიდან თავისი ბურთი და დაიწყოს/გააგრძელოს კენწვლა — და კენწვლის ათვლა, კვლავ გრძელდება (პირველის დარტყმებით). ამ პრინციპით გადადის რიგი ერთი მონაწილიდან მეორეზე (მეორედან ისევ პირველზე და ა.შ.) და გრძელდება კენწვლის დათვლა — სანამ რომელიმეს არ შეეშლება. „შეცდომა“ ნიშნავს, რომ ერთ-ერთმა, ვიზეც არის კენწვლის რიგი, იმაზე ადრე დაკარგა ბურთი (ბურთის დაკარგვა ითვლება, როდესაც ის ძირს დავარდა/“იატაკს“ შეეხო), ვიდრე მეორემ გააგრძელა (ანუ ვიდრე მეორის ფეხი შეეხო (თავის) ბურთს). 3 მონაწილის პირობებშიც პრინციპი იგივეა — უბრალოდ მეორეს შემდეგ რიგი გადავა პირველზე, პირველიდან ისევ — მეორეზე და ა.შ.;
• ბურთი: ბურთი უნდა გააკეთოთ ქაღალდისგან — ისეთი ქაღალდისგან, როგორიც თქვენ მოგიხერხდებათ, და რაიმე მცირე სკოჩის საშუალებით „დააფიქსიროთ“. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზეთის ფურცლები, სამზარეულოს, საპირფარეშოს ქაღალდი, ან ნებისმიერი სხვა ქაღალდი, რომლითან თქვენთვის უფრო მოსახერხებელი ფორმისა და ზომის ბურთს დაამზადებთ (და მცირე, დამხმარე საშუალებით (მაგ. „სკოჩით“) დაამაგრებთ, რომ თამაშის დროს არ დაიშალოს).

2) კონკურსი გამოავლენს 2 გამარჯვებულს/ანუ გამარჯვებულ გუნდს:
• ვინც ზემოთ აღწერილი პრინციპით ყველაზე მეტს აკენწლის; ამ კატეგორიის გამარჯვებული მიიღებს 3’100 ლარის ღირებულების ვაუჩერს Alta • ალტა-ს მაღაზიებში;
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების კანდიდატის ვიდეო(ები) შემოწმდება მათ ავთენტურობაზე; ასევე, ამ კატეგორიის პრიზისთვის ვერ იბრძოლებს პირი, რომელსაც შეხება ჰქონია პროფესიონალურ ფეხბურთთან (თუმცა, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა — ხალხის რჩეულის ჯილდოს მისაღებად);
• ხოლო მეორე პრიზი განკუთვნილია ხალხის რჩეულისათვის, რომელსაც გადაეცემა 1’400 ლარის ღირებულების ვაუჩერი ALTA-ს მაღაზიებში. ამ კატეგორიაში აღარ აქვს მნიშვნელობა წესებს — აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიასა და ორიგინალურობაზე — მთავარია ხალხის გულწრფელი მოწონება დაიმსახუროთ. ამ კატეგორიაში ვერ გაიმარჯვებს მაღალი ცნობადობის მქონე პირი (თუმცა მივესალმებით ნებისმიერის მონაწილეობას გართობის მიზნით); ასევე, თუ გამოვლინდა რაიმე არაკეთილსინდისიერი გზით მოწონებების დაგროვება, რაც დანარჩენ მონაწილეებს უსამართლო პირობებში აყენებდა, ეს მონაწილე ჯილდოს ვერ მიიღებს.

Loading…

ისრაელი3) მონაწილეობა:
იმისათვის, რომ ჩაერთოთ ამ გათამაშებაში
• გააზიარეთ Challenge-ის დაანონსების ვიდეო ( https://bit.ly/3cjw3Vv ) და მონიშნეთ ის მეგობრები, ვისთვისაც თვლით, რომ მსგავსი თამაში საინტერესო იქნებოდა
• ატვირთეთ თქვენს მიერ შესრულებული „მარათონული კენწვლის“ ვიდეო თქვენს პროფილზე ჰეშთეგით #IsraelinGeorgiaChallenge და მონიშნეთ (და მოიწონეთ) ჩვენი გვერდი: IsraelinGeorgia ; ამასთან, კენწვლის დაწყების წინ გააჟღერეთ (ვიდეოში), რომ იღებთ ისრაელის საელჩოს გამოწვევას.
• მონაწილეობა ანალოგიურად შესაძლებელია ინსტაგრამის ქსელშიც: ატვირთეთ თქვენი ვიდეო, მიუთითეთ შესაბამისი ჰეშთეგი, მონიშნეთ და გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამ გვერდი: @israel_in_georgia, და მონიშნეთ რამოდენიმე მეგობარი, ვისთვისაც მსგავსი თამაში, ან უბრალოდ პრიზისთვის ბრძოლა, საინტერესო იქნებოდა.

დამატებითი ინფორმაცია:
• თუ კენწვლაში გამარჯვებულმა გუნდმა ასევე დააგროვა ყველაზე მეტი მოწონება, ორივე პრიზი გადაეცემა შესაბამის გუნდს;
• ნებისმიერ გუნდს შეუძლია გადაიღოს ორი სხვადასხვა საკონკურსო ვიდეო და (მაგ.) მეორე მიუძღვნას მოწონებების კონკურსს;
• მოწონებების მიმართულებით, ლაიქები დაითვლება თქვენს პროფილზე დაგროვებული „ლაიქ“-რეაციების მიხედვით — ხოლო უფრო მეტი წვდომადობის მისაღწევად — განათავსეთ/ატვირთეთ თქვენი ვიდეო — კონკურსის დაანონსების ვიდეოს ქვემოთ — კომენტარში და იქვე (ვიდეო კომენტარშივე) მონიშნეთ თქვენს პროფილზე ვიდეოს ბმული. შესაბამისად, დამთვალიერებელი დაინახავს თქვენს ვიდეოსაც და თუ გაუჩნდება ხმის მიცემის სურვილი გადავა შესაბამისი ბმულით თქვენი პროფილის ვიდეოზე. აქვე შესაძლებელია თქვენი ინსტაგრამის ვიდეო პოსტის ლინკის დადებაც — მეტი მოწონების მოსაგროვებლად. თუ ერთმა პირმა ორივე ქსელში განათავსა ვიდეო, დაითვლება მხოლოდ ერთ-ერთის (ან ინსტაგრამის ან ფეისბუქის) მოწონებები, რომელზეც უფრო მეტი დაფიქსირდა.

4) 20 მაისს გამოცხადდება თუ ვინ გადავიდა მეორე ტურში. ხოლო მეორე ტური რამოდენიმე დღეში გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს კენწვლის მიმართულებით და ამ ტურის ჩატარების ფორმატი ეცნობება ყველა დაწინაურებულ მონაწილეს.
ხოლო მოწონებების მიმართულებით კონკურსი ჩვეულებრივ უწყვეტად გრძელდება, სანამ არ გამოვლინდება კენწვლის მიმართულებით გამარჯვებული, რა დროსაც დასრულდება ხალხის რჩეულის მოწონებების დათვლაც.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ:
press@tbilisi.mfa.gov.il
გისურვებთ წარმატებებს! 😊

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

გორში 2 თვის ბავშვი გარდაიცვლილი ნახეს

Joni Kvaracxelia

«4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა»

Joni Kvaracxelia

სოფელ ეწერში გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

დატოვე კომენტარი