განცხადებები

ისრაელის საელჩოს განცხადება

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს ფეისბუკის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე. ჩვენ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ ქართულ ენაზე.

«ისრაელის საელჩოს კიდევ ერთხელ სურს ხაზი გაუსვას, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ისრაელის სახლი“ და „ისრაელ–საქართველოს ბიზნეს პალატა“, რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით. ისინი არ არსებობენ ისრაელში, როგორც იურიდიული პირები და არ არიან ლიცენზირებულნი ისრაელის შესაბამისი იურიდიული ორგანოების მიერ. მეტიც, ისინი არ წარმოადგენენ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას ან მის რომელიმე სამინისტროს, დეპარტამენტს, დაწესებულებას ან ორგანოს რაიმე სახით ან ფორმით. ეს ორი ორგანიზაცია არის მთლიანად კერძო და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს რაიმე სახის ოფიციალური ორმხრივი მოლაპარაკება, ოფიციალურად წარმოადგინოს ან შესთავაზოს ოფიციალური რჩევა, ინფორმაცია ან წინადადება, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ორმხრივი ურთიერთობების ნებისმიერ ასპექტს — იქნება ეს სამთავრობო, საპარლამენტო, მუნიციპალურ, იურიდიულ, კულტურულ თუ პროტოკოლთან დაკავშირებულ დონეზე. უფრო მეტიც (და ასევე შესაძლო ეჭვების თავიდან ასაცილებლად), აღნიშნულ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, კვალიფიკაცია და ლიცენზია, რომ განახორციელონ რაიმე სახის კონსულტაცია ან რჩევა სხვადასხვა საკონსულო საკითხებზე, სამუშაო ვიზების, შრომითი მიგრაციის ან სენსიტიური და იურიდიულად რთული სუროგატული ორსულობის პროცესის ჩათვლით. ამ ორი კერძო ორგანიზაციისადმი რჩევისა თუ კონსულტაციისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ერთადერთი, ექსკლუზიური და ოფიციალური დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს და მის სუვერენულ ორგანიზაციებს, არის ისრაელის საელჩო.

(შენიშვნა: ზემოთხსენებული «ბიზნეს პალატა» არ უნდა აგვერიოს «ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან», რომელიც წარმოადგენს პროფესიონალურ საზოგადოებრივ იურიდიულ პირს, დამტკიცებულს ორივე მთავრობის მიერ. იგი უკვე დარეგისტრირებულია ისრაელში და მალე ამოქმედდება ასევე საქართველოშიც).» -აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია»

roma sajaia

რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება — პოლონეთის პრეზიდენტი

Joni Kvaracxelia

«როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს”

დატოვე კომენტარი