ოკუპაცია/დევნილებიპოლიტიკა

ისევ კარუსელი ანუ აფხაზეთის მთავრობის ე.წ. ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ვებ გვერდზე, http://abkhazia.gov.ge გამოჩნდა ინფორმაცია მთავრობის ე.წ. ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. მაშ ასე:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.

განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

P.S. ისევ ერთ წრეზე ტრიალი, ისევ ზემოდან მითითებით დანიშვნები. სად ჩანს დევნილების მიმართ პატივისცემა? როდემდე?

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სალომე ზურაბიშვილი საფრენგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

Joni Kvaracxelia

საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ახალი მიწების მიტაცება დაიწყეს-იხილეთ ფოტოები

დატოვე კომენტარი