განცხადებებიპოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილმა «ბინძური თეთრეულის გამოფენა» დაიწყო

ირაკლი ოქრუაშვილი «ბინძური თეთრეულის გამოფენას» იწყებს.

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი — «ბინძური თეთრეულის გამოფენა.» ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, ჯერ კითხვა ისმის ძალიან მარტივი, საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი ხელში, არანაირი მხარე არ არის, ისევეა დაკითხული, როგორც მე. ე.ი. პროკურატურამ მისცა მას ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი, მაგრამ თვალით არ მინახავს ეს ყველაფერი, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ — 2014 წელს პირველ აპრილს ვარ დაკითხული თუ სწორად მახსოვს, 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას, ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი „ჯერ კიდევ ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, ერთი, ხელი არ შემეშალა მათთვის, დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული მინიმუმ ხელის არშეშლა, მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე შუამავლობა და ურთიერთობების გარკვევა დათო უსუფაშვილს. ამას ვსაუბრობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით, თორემ ამაზე ისე არ ვისაუბრებდი. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი — „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.“ პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა, ასეთი სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს. თუ გინდათ ამ ტელეფონს გაჩუქებთ და იმდენი მაღალჩინოსნის სმს-ებს ნახავთ, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ,“ — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება

17 იანვარი — გლოვის დღე

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი