განცხადებები

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?

თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა  ირაკლი ოქრუაშვილმა  «პალიტრანიუსის» გადაცემაში «360 გრადუსი» პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა:

„ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებთ, ჯერ არ ვიტყვი მათ სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე კონსულტაციები დასრულდება. მაისში უკვე გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებ.

მიმაჩნია, რომ სიჩუმე ახლა დანაშაულია, თქვენ რომ გეკითხათ, რატომ ხარ ჩუმადო 2012–15 წელს, მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ამ ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო? მაგრამ ახლა ქვეყანაში ყველაფერი ცუდი ხდება, დღეს საქართველოში სახელმწიფო აღარ გვაქვს.
გვაქვს პლუტოკრატია, როდესაც რამდენიმე მდიდარი ოჯახი მართავს ქვეყანას. იმატა კრიმინალმა, კორუფციამ, ქურდების გავლენამ, ჩინოვნიკების მხრიდან რაღაცებზე წაყრუებამ.

არ მინდა, ერთ დღეს ჩემმა შვილებმა მითხრან, ჩვენ ამ ქვეყნიდან მივდივართ და შენ ვერ დაგვაკავებო — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ და შეგვიძლია, ეს ყური ორივე მხრიდან მოვაბათ»-ელისაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე

roma sajaia

ვფიქრობ, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური — აფგან მუხთარლი

«ლევანი ერთხელ მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თავად გასცა პასუხი…»

დატოვე კომენტარი