covid-19

ინფექციურ კლინიკას უკვე 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში 15 პაციენტს ტესტირება ჩაუტარეს და 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ინფექციურში მკურნალობს, დანარჩენი სამი კი ეროვნული ბანკის კლასტერიდან არიან. მისი თქმით, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კიდევ 3 პაციენტს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი აქვს. მისი თქმით, ინფექციურ კლინიკას უკვე 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია საქართველოში

მარნეულში დიდი სუფრა გაშალეს-დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)

958 ახალი კოვიდინფიცირებული საქართველოში

დატოვე კომენტარი