covid-19მსოფლიოში

ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ. უზარმაზარი ძალისხმევა მიმდინარეობს ამ ვარიანტის დასახასიათებლად და მისი წარმოქმნის გასაგებად. ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა და ველით, რომ ახალი ვარიანტები მოვა, წავა და კიდევ გაჩნდება დროთა განმავლობაში“, — განაცხადა ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ფეისბუკს“ და „გუგლს“, ავსტრალია მედიასაშუალებებისთვის გადასახადს დააკისრებს

ტვიტერმა სამუდამოდ დაბლოკა ტრამპის ანგარიში

საქართველოში «ფაიზერის» ვაქცინა შემოიტანეს

დატოვე კომენტარი