სოცქსელი

«იმ ეპისკოპოსების საყურადღებოდ ვინც აცხადებს, რომ ქვეყნის დალაგება მათი საქმე არ არის…»-გურამ ქართველიშვილი

პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი და  წამყვანი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«—- იმ ეპისკოპოსების საყურადღებოდ ვინც აცხადებს, რომ ქვეყნის დალაგება მათი საქმე არ არის —-
( ეკლესია უნდა იდგეს ქართული დედა ეკლესიის უწყვეტ ტრადიციაზე და ერი აუცილებლად იქნება გაუტეხელი)

ვახუშტი ბატონიშვილს თავის ,,ქართლის ცხოვრებაში,, ეპისკოპოსთა ომში მონაწილეობის შესახებ ცალკე თავი აქვს მიძღვნილი საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს :

,,ეპისკოპოსთა ლაშქრად წასლვისათუის,,

— ,,რაჟამს იწყეს მოჰმადიანთა დაუცხრომელი ბრძოლა და კირთება, და იხილეს ღაფლობა-უღონობა ქვეყნისა და ერთა, მაშინ ეტყოდიან ეპისკოპოსნი: — ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა, და ნუ დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩუეულებასა თქუენსა, და ჩუენ ვიქნებით წინამბრძოლნი თქუენნი, და ჰყოფდენცა ეგრეთ,,.

საქართველო ისევ იმ მძიმე გეოპოლიტიკურ სივრცეშია მეუფეებო რომელშიც თქვენი გმირი წინამორბედების დროს იყო და მათი გზა გასაგრძელებელია. ახლა, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს თქვენგან საერო პრობლემებზე წაყრუება უფლის და სამშობლოს ღალატია. ღალატი კი არავის მიეტევება
მადლობა უფალს, რომ ჩირგვებში გადამალულების გარდა გვყავს ღირსეული და მებრძოლი მეუფეები…(გავაზიაროთ)»
გურამ ქართველიშვილი

ფაქტები

Loading…

მსგავსი პოსტები

«დღეს ვანოს დღეა მთავარ არხზე»

«ხანძარმა იმსხვერპლა ოთხივე. იქვე მათი ფეხმძიმე დედაც…თეთრი ტაქსი და მილიონიანი ნაძვისხე არ მოგვაკლო ღმერთო»-გიგა მაქარაშვილი

«ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება!»-ზაზა სარალიძე

დატოვე კომენტარი