განცხადებები

«იმხელა გამოცდილება მაქვს, გვარამია ვერც თვითმფრინავით დამეწევა და ვერც რაკეტით»-გია ჯაჯანიძე ნიკა გვარამიაზე

ტელეკომპანია «იმედის» გადაცემა «სხვა რაკურსის» ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, «მთავარი არხის» გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს პასუხობს.

«გვარამიას ამ პოსტზე არ ვუპასუხებ, მასზე ბევრი წლით უფროსი ვარ და თავისი ცოდნით, განათლებითა თუ ინტელექტით სულ თავდაყირა რომ დადგეს, იმხელა გამოცდილება მაქვს, ვერც თვითმფრინავით დამეწევა და ვერც რაკეტით. გვარამიას მსგავსი ბევრი რევოლუციონერი მინახავას და ვიცი, სად არიან დღეს, ისიც ვიცი, გვარამია სად იქნება… გვარამია დაბადებული არ იყო, თავისუფალ აზრს რომ ვქადაგებდი. ეტყობა, ჩათვალა, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში პავილიონი მექნება და გაიღიმა.

გვარამიას არც ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი, ჩემთვის საყვარელი ადამიანის ქორწილში ხელი მაქვს ჩამორთმეული. არც კი ვიცი, გამიზნულად დაწერა თუ სპონტანურად შემოაგდო, იმაზე ნამდვილად არ ავიტკიებ გულს, ერთ დღეს გვარამიას ჩემზე რაღაცის თქმა რომ მოუნდა»-განაცხადა «ასავალ-დასავალთან» ჯაჯანიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ომიკრონის» ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს-პაატა იმნაძე

ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ უნდა პლებისციტი- გიგა ბოკერია

«ვეთანხმები სააკაშვილის განცხადებას»-ვაშაძე

დატოვე კომენტარი