განცხადებები

«იმედები გამიცრუვდა. მეგონა ბიძინა ივანიშვილი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა»

„უცნობი“ იგივე გია გაჩეჩილაძე  დავით მაღრაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა «დაიცავი საქართველოს» შეკრებას  დაესწრო, როგორც მომღერალმა განაცხადა მას ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუვა.

„მე უფრო მომხრე ვარ იმისი, რომ ახალგაზრდები, ახალი ძალები წამოვიდნენ, თავის ქვეყანაში შეყვარებულები, ვისაც მართლა უნდა, რომ სამართლით დავიწყოთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ. ეს ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერას გზით ვერ მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, ეს არის უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც მოვიგებთ. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაა თუ პოზიცია, არ ვიცი. მე ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და იქ დავდგები, სადაც იქნება ეს აუცილებლობა. გარკვეულ შემთხვევაში იმედები გამიცრუვდა. მეგონა, რომ ეს ადამიანი, რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა,“ — განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი შვილის გატაცებით კი, საქართველოს გასაბჭოების დღე აღნიშნეთ?» — გოგი თათუხაშვილი

მინსკში სოციალურ ქსელებს ზღუდავენ

მხოლოდ ვაქცინა ამ კრიზისს ვერ გადაჭრის — გაეროს გენ მდივანი

დატოვე კომენტარი