განცხადებები

«ივანიშვილი უნდა წავიდეს.ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ»-თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალი“ ასე ჰქვია  თაკო ჩარკვიანის პარტიას, რომლის დამფუძნებელი ყრილობა დღეს ჩატარდა.

დამფუძნებელ ყრირლობაზე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა:

„ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ ჩემი ქვეყანა «მოთაგა,» დაიბევა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,

ესენი ბედავენ 150 ათასი ბავშვი შიმშილობდეს და ჯიპებით გრიალებდეს ხელისუფლება. ჭკუა და გონება ადამიანს იმიტომ აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს. ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რა გააკეთოს არ იცის, ადგეს და გამოვიდეს, არავინ დასცინებს-ელისაშვილი მელიაზე (ვიდეო)

roma sajaia

«სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური!»-გვარამია

ჩვენ ახლა უკეთ ვუმკლავდებით ვირუსს — თენგიზ ცერცვაძე

დატოვე კომენტარი