განცხადებებიპოლიტიკა

«ივანიშვილი რუსთავი 2″-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია»-ირაკლი ოქრუაშვილი

საფრანგეთიდან დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი «რუსთავი2»-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია.

«ივანიშვილი რუსთავი 2»-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია. მას როგორც უნდა, რომ ქვეყანა იქცეს ჩრდილოეთ კორეად, ესე ვერ მოხდება. «რუსთავი 2″-მა უნდა შეინარჩუნოს თავისი ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა გუშინწინდელ დღემდე და ეს იქნება თავისუფალი სიტყვის, თავისუფლების და პროგრესის გარანტი. ეს არ არის ჩემი აზრის, ეს არის ნახევარი ქვეყნის აზრი,»-

«იმისათვის რომ არ იყოს ბევრი კითხვა, საზოგადოებაში გაჩენილი რა უდნა ოქრუაშვილს, მე ვაპირებ რომ ჩემი ეს მოთხოვნა, ათამდე ჟურნალისტს, და ვაპირებ რომ შეხვედრას და ვიტყვი სახელებს და გვარებსაც, გადავცე მათ სრულიად უსასყიდლოდ რომ მათ ჰქონდეთ მეტი მოტივაცია და ძირითადად ეს ჟურნალისტები იქნებიან «რუსთავი 2»-ელები, იდავონ «რუსთავი 2″-ის როგორც მესაკუთრეობაზე, ისევე სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე. მათი მოთხოვნის შედეგად დანიშნულ ექსპერტიზაზე, 8 თვეა ხალვაში არ ცხადდება სამხარაულის ბიუროში რომ დატოვოს ხელმოწერის ნიმუში, რომ მოხდეს ექსპერტიზის მიერ დასკვნის გაკეთება. არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მან მშვენივრად იცის რომ ამ დოკუმენტზე არის მისი ხელმოწერა და ამას ვერსად ვერ გაექცევა. რომელი ქვეყნის ექსპერტიზაზეც არ უნდა წაიღონ, ყველა დაადასტურებს რომ ეს ხელმოწერა არის მისი. ხელშეკრულებაში ცალსახად წერია, რომ ხალვაშმა ფული მიიღო ჩემგან და ჩემთან აფილირებული პირებისგან. ჩემთან აფილირებული პირები იყვნენ ძალიან ბევრი, შეძლებულიც, ნახევრად შეძლებულიც. შესაბამისად ის ადამიანები ამ ფულს აძლევდნენ ჩემს გამო მას. ეს ფული მას უდნა დაებანდებინა გარკვეულ რაღაცეებში და შემდეგ ეს ფული უდნა დაებრუნებინა. მან ეს ფულია რ დააბრუნა და ბუნებრივია ამაზეც ვდავობთ,»-განაცხადა  ირაკლი ოქრუაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«დადგა დრო, როცა თქვენი დახმარება გვჭირდება» — ნიკა გვარამია რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

საქართველოს პრეზიდენტი «მდედრი თევზი» გახდება — მიხეილ ცაგარელი

კორონავირუსის შეტევას, ვოლოდიმერ ზელენსკი იუმორით პასუხობს

დატოვე კომენტარი