განცხადებები

«ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს»-სალომე სამადაშვილი

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი, დეპუტატი  სალომე სამადაშვილი, მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პროკურატურა აცხადებს რომ 20-21 ივნისს ამბოხება მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

«გადაწყვიტა, ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს, რასაც პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი ჰქვია. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. როგორც ჩანს, ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აირჩიეს, რომ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ. შესაძლოა, ამან ძალიან სერიოზული გამოწვევა შექმნას ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ინტენსიურ კონსულტაციებს ვმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და „ქართული ოცნება“ არის საფრთხის ქვეშ, რომ საკუთარი თავი ისეთ ჩიხში შეიყვანოს, საიდან გამოსვლაც ძალიან გაუჭირდება», – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

„მე არ მივიღებ ამ ბრალდებებს იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები»-აშშ-ს წარმომადგენელი რუსეთს

«ნაბიჭვარი ნაცები, სულ მალე მოგიტ..ავთ დედას…სისხლი დაიღვრება»-«ქართული ოცნების» წევრი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ემუქრება

«მინდა, მომავალმა თაობებმა თქვან, რომ მე კარგი მერი ვიყავი»-კახა კალაძე

დატოვე კომენტარი