განცხადებები

«ივანიშვილის სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას»-შალვა ნათელაშვილი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით «ლეიბორისტული პარტიის» ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:

«ჩვენ თუ მიცვალებულს გადავასვენებთ კუკიის სასაფლაოდან ვერის სასაფლაოზე, ამით მიცვალებულის ბიოგრაფიასა და საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, ისევე როგორც მისი ჭირისუფლების. ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სწორედ სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას.

ივანიშვილი ყველა ძალას ხმარობს, რომ დარჩეს ხელისულებაში, მაგრამ წინასწარ ვეუბნები ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები, ახალი სახეების მოყვანა თუ ძველი სახეების დაბრუნება მას ვერ გადაარჩენს. ისტორიას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს»-განაცხადა ნათელაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის-დეკანოზი დავითი ბერ გაბრიელს უზრდელს უწოდებს

„მოწოდება იყო უწმინდესისგან, რომ შიმშილობა შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე»-სარალიძე

Joni Kvaracxelia

„ვარ დამოუკიდებელი და არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას»-სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი