სიახლენი

ივანიშვილის კიდევ ერთი ფინანსური შეცდომა გამოაშკარავდა

ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის გამოძიებასთან თანამშრომლობს, ბრალი აღიარა. 47 წლის პატენმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტისთვის უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 ათასი დოლარი გამოიყენა. სემ პატენმა ისიც აღიარა, რომ როგორც არარეგისტრირებული ლობისტი, ისე მოქმედებდა და, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე იცრუა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქესთანაც თანამშრომლობდა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს არის პირველი საჯარო დადასტურება, რომ 2017 წლის იანვარში გამართული ცერემონიის დასაფინანსებლად უკანონო თანხა გამოიყენეს. სემ პატენს 5-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Joni Kvaracxelia

კატალონიის ხელმძღვანელობაზე კარლეს პუჩდემონმა უარი განაცხადა

«სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე»- ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას აანონსებს

დატოვე კომენტარი