სკანდალისოცქსელი

ივანიშვილის კიდევ ერთი აფიორა

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც «ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს» შეეცვლება სახელი და ფუნქცია და დაერქმევა «ქუთაისის საერთაშორისო ინივერსიტეტი». ეს ადასტურებს იმ აზრს, რომ ივანიშვილის დაპირებამ, ქუთაისში პარლამენტის და მთავრობის სახლის ნაცვლად, 60 ათასზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი გაშენდებოდა და ქუთაისს მიენიჭებოდა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი ჩაილულის წყალი დალია. სანაცვლოდ მივიღეთ ერთი რიგითი უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წელს მხოლოდ 1000 სტუდენტს მიიღებს (აკ წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით 12 000 სტუდენტი ირიცხება ამ ეტაპზე). უნივერსიტეტი კარგია, მაგრამ 1000 სტუდენტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ქუთაისის განვითარებაზე და ის კვლავ ფუქციის გარეშე დატოვეს, რაც უმძიმეს შედეგებს მოუტანს ჩვენს ქალაქს! ქუთაისი ივანიშვილის მორიგი აფიორის მსხვერპლი გახდა! ქუთაისი უკვე არც საპარლენტო და აღარც საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება! უბრალოდ უჭირს 2020-ში და გადაწყვიტა ცოტა ფული გაისროლოს ხალხის ხელახლა «დასაბოლებლად» 🙁
P.S. ივანიშვილმა იმის ღირსადაც კი არ ჩათვალა ქუთაისი, რომ უნივერსიტეტის პრეზენტაცია არა თბილისში, არამედ ადგილზე გაემართა. უბრალოდ თავი არ შეიწუხეს 3 საათი დაეკარგად, ერთი ადგილი აეწიათ და აქ ჩამოსულიყვნენ»

გიგა შუშანია,  ქუთაისის საკრებულოს წევრი «ნაციონალური მოძრაობიდან»

Loading…

მსგავსი პოსტები

«სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი…»-ირაკლი ოქრუაშვილი

ელჩმა ატირებული პატარა ანიტა შეაჩერა-იხილეთ დეტალურად

«ვინმე ნაძირალას თუ თავში ეს აზრი მოუვა, სულ უნდა ახსოვდეს რა ელის…»

roma sajaia

დატოვე კომენტარი