ანალიტიკაპუბლიკაციები

«ივანიშვილის დიქტატურა უნდა დავანგრიოთ არჩევნებამდე»

შვიდი წელია ვცდილობ დავანახო საზოგადოებას, რომ რუსეთს არჩეული აქვს ყველაზე გამანადგურებელი იარაღი საქართველოს ანექსიისა და ასიმილაციისთვის. ეს არის «რუსული სამყაროს» შემოსვლა და გაბატონება საქართველოში. ანუ, პირველ რიგში იმ ფასეულობათა სისტემის მოსპობა, რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო და რომელიც გვაძლევდა საშუალებას მოგვეხდინა ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაცია და დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრად ქცევა. «რუსული სამყარო» თავისი ფასეულობებით არის სრული ანტიპოდი ყველა იმ ფასეულობისა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვეღწია თავი ბოროტი იმპერიისგან და დავდგომოდით განვითარების, პროგრესის გზას. ზუსტად ფასეულობები განაპირობებენ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, თუ გლობალურად შევაფასებთ მოცემულობას, აშკარა ხდება, რომ მიმდინარეობს ფასეულობათა ომი, რომელშიც ჯერ-ჯერობით დომინირებს «რუსული სამყარო». თიბისის საქმეც ზუსტად ამ ჭრილშია განსახილველი და მას რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია:
1. სამართლებრივი ასპექტი, რომლის გაგებაც ამტკიცებს, რომ საქართველოში მთლიანად მოშლილია ეს სისტემა და ყველაფერი ერთი გაუნათლებელი ფეოდალის ნებასურვილს ექვემდებარება. რაც თავის მხრივ ამკვიდრებს სრული დაუცველობის და განუკითხაობის განცდას. შესაბამისად, ჩვენ სახეზე გვაქვს კონსტიტუციური გადატრიალების აქტი, ჩადენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც გაფორმდა კლასიკურ დიქტატორად და უზურპირებული აქვს ხელისუფლება. მარტივად, რომ ვთქვათ — ივანიშვილმა ჩაანაცვლა კანონები, კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები. აბა სხვა რა არის დიქტატურა?
2. პოლიტიკური ასპექტი. იმედია უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში შემდგარია სახელმწიფო გადატრიალების აქტი, გაუქმებულია საქართველოს კონსტიტუცია და კანონები ჩანაცვლებულია ბიძინა ივანიშვილის ნებით. რაც ცალსახად არის ხელისუფლების უზურპაცია და შემდგარი დიქტატურა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები ვცდილობთ დავრჩეთ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც უკვე აღარ მოქმედებს და პოლიტიკური ინსტრუმენტებით დაუბრუნოთ მოქალაწეებს ხელისუფლების წყაროს ფუნქცია და არჩევნების გზით დავასრულოთ დიქტატურა. რამდენად სწორია ბრძოლის ეს სტრატეგია ეს ხვა და ძალიან სენსიტიური საკითხია. მაგრამ, ჩვენ ვცდილობთ შემოვათრიოთ უზურპატორი პოლიტიკურ ველზე და დავამარცხოთ ის. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ შემოვა პოლიტიკურ ველზე, ის მაინც განიხილავს არჩევნებს, როგორც ლეღვის ფოთოლს საკუთარი დიქტატურული რეჟიმისთვის და ცდილობს მაქსიმალურად არ დაუშვას ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმოშობა, რომლებიც იქნებიან თვითკმარნი, მათშორის ფინანსური კუთხით. შესაბამისად ის, თავისი დიქტატორული ინსტრუმენტებით ცდილობს დაბადებამდე დაასაჭურისოს და გამოშიგნოს ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნები. რისი შედეგიც იქნება მარიონეტი პოლიტიკური პარტიების მოძლიერება, მისივე ფულით და ფსევდო ოპოზიციის, ფსევდო «მესამე ძალის» შექმნა.
P. S. მინდა შეკითხვა დავსვა განსჯისთვის:
როდესაც ქვეყანაში შემდგარია დიქტატურა. როდესაც კანონებს ფასი არა აქვს. როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ფულის ალტერნატიული წყარო და პოლიტიკაში შემოდის უაღრესად მიზნობრივი ივანიშვილისა და კრემლის ფული, როდესაც ივანიშვილი ფლობს საარჩევნო ადმინისტრაციას სრულად და რაც ყველაზე მთავარია — ივანიშვილი სრულად აკონტროლებს სასამართლოს, რა შანსები გვაქვს არჩევნებში იურიდიულად გამარჯვების? მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ოპოზიცია მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას, მოტივირებას და არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მიღებას.
შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ივანიშვილის დიქტატურა უნდა დავანგრიოთ არჩევნებამდე, ჩვენი შეუპოვარი, კონსოლიდირებული, სახალხო საპროტესტო აქციებით, ტოტალური დაუმორჩილებლობის აქტებით და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. თუ ჩვენ არჩევნებამდე ვერ გამოვგლიჯეთ ხელიდან ივანიშვილს ხალხის ნების კონტროლისა და მანიპულირების იარაღები, ჩვენ ვერ გავიფორმებთ პატიოსნად მოპოვებულ გამარჯვებას და მოგვიწევს მისი დაცვა საყოველთაო სახალხო აჯანყებით.

დავით ნებიერიძე, მოძრაობა ივერია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს» — თეიმურაზ ზაქრაძე

Joni Kvaracxelia

არეული ფიქრები კარგ ცხოვრებაზე…

Joni Kvaracxelia

საეკლესიო გადატრიალების ქრონიკები

დატოვე კომენტარი