პოლიტიკა

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას

საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
აღნიშნულ პოზიციაზე 17-18 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არანაირ გავლენას არ მოახდენს. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს

Joni Kvaracxelia

ჯანეზაშვილისა და დოლიძის პროტესტი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას

Joni Kvaracxelia

ერიკ ჰოგი მალე საქართველოს დატოვებს

დატოვე კომენტარი