covid-19მსოფლიოში

იანვრის შემდეგ, პირველად ჩინეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან არავინ გარდაცვლილა

ჩინეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, რაც იანვრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს. ჩინეთმა კორონავირუსით პირველი გარდაცვალება 11 იანვარს დააფიქსირა, 22 იანვრიდან კი სტატისტიკას ყოველდღიურად აქვეყნებდა. 6 აპრილს ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი უცხოეთიდან ჩამოსულებს უკავშირდება. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში ახალი ვირუსის 82 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 77 ათასი გამოჯანმრთელდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მორიგი ტერაქტი ავღანეთში

«თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება…იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა»-გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი