სოცქსელი

«თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო მეთქი?»-რომან გოცირიძე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი რომან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე საგამოძიებო კომისიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე წერს:

«ბოლო რეპლიკა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ:
გვარს არ დავასახელებ და გუშინ პარლამენტში ერთმა მითხრა, დილით ამ კომისიას მხარს რომ უჭერდით, მერე რატომ გადათქვითო? მიშამ დაგირეკათო.
თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო მეთქი?😄
როდის აქეთ გახდა პარტიის ლიდერის ზარები მაკომპრომეტირებელი?
ზარი არ ყოფილა. მოვლენები ელვისებურად განვითარდა. მას მოჰყვა გენერალური პროკურორის გადადგომა. კომისიისადმი ნდობა იყო ნულოვანი. არ ყოფილა არცერთი პარტია ან ექსპერტი, რომელსაც ამ კომისიის შექმნის იდეა შექმნილ ვითარებაში შეეფასებინოს დადებითად. ჩვენი პოლიტიკური ინსტიქტი ზუსტ თანხვედრაში მოვიდა საზოგადოების კოლექტიურ ინსტიქტთან, რომელიც გვკარნახობდა, რომ არ ვენდოთ და თავი არ გამოვაყენებინოთ.
თუ კომისია კარგ როლს შასრულებს, მხოლდ მივესალმებით. ამ მომენტში კი ჩვენ -პას!»-წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ეკაიფეთ თქვენზე იდიოტებს»-ნიკა გვარამია მირზა სუბელიანის დაკავებაზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ხალხს გვერდში დგომას თხოვს

Joni Kvaracxelia

«ჩემს შვილს რამდენიმე თვის უკან უსწრაფესად დაუდგინეს დიაგნოზი…»-მიხეილ სააკაშვილი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალებაზე

დატოვე კომენტარი