განცხადებები

«თქვენ მიიღებთ კომბლების რევოლუციას…ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით»-ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე  ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქამრებით ხელის შეკვრით ემუქრება.

«ჩვენ მოვახდენთ დღეს თვით ორგანიზებას, სახალხო რაზმებად. გვეყოლება ათეულები, ათისთავებით, ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათი, ასეულებად ასისთავებით და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთ კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა — ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან.

ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. პირველი ათეული შევა ვერ გაანგრევს, მაგრამ მეორე დაარტყამს, დაასუსტებს და მესამე ხომ შევა, მეოთხე ხომ შევა, მეხუთე ხომ შევა. გარღვევისას ღმერთ არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ თხას. ჩვენ თავს არ გაგალახინებთ ძმაო. ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ, კომბლების რევოლუციას,»-განაცხადა ლევან ვასაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«კოშმარი ხდება დმანისში»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

roma sajaia

«გაცილებით ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება»-კონსტანტინე მორგოშია

«ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს»

დატოვე კომენტარი