განცხადებები

თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა ამით მიშელის დოკუმენტს საფრთხე არ შეექმნება-კახა კუჭავა

კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც შევა პარლამენტში. ამასთან, კუჭავას თქმით, პარლამენტში ამ პარტიის არშემოსვლითაც საფრთხე არ ექმნება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.
„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ. თუმცა მათი არშემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან მიზანი უკვე მიღწეულია, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნამდვილად დაიკლო.
ჩვენ გადავდივართ იმ საკითხებზე მუშაობაზე, რომლებიც დღის წესრიგით დგას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე. წინ გველოდება კომიტეტების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში და ა.შ.-განაცხადა კუჭავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ — შეხვედრები დღეს დასრულებულია-ირაკლი კობახიძე

ვაქცინაცია აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას-მიტროპოლიტი დიმიტრი

roma sajaia

«ახლა ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე -კარგად დაგეგმავენ საპროტესტო აქციებს,შედეგიც დადგება !»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი