covid-19მსოფლიოში

თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

პირველად 11 მარტის შემდეგ, თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან სულ 63 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქედან 4 892 ბოლო ერთ დღეში განიკურნა.

ამასთან, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 61-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 397 შეადგინა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხის მოლოდინში

ემანუელ მაკრონი რუსეთს მიმართავს

ბორის ჯონსონი ნავალნის მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი