პოლიტიკა

თურქეთი აპირებს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობას

2021 წლის 25 მაისს (16:30) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხელი მოეწერება ოთხმხრივ მემორანდუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას; კორძოდ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით თურქი სპეციალისტების მიერ ქართველი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებას და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

დღეისათვის საქართველოში ორგანოთა გადანერგვა მხოლოდ ოჯახის წევრებიდან და სისხლით ნათესავებიდან ხორციელდება. განსაკუთრებით თირკმლის გადანერგვისას ქსოვილთა შესაბამისობის დადგენა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ გია თომაძემ დღის წესრიგში დააყენა დარგის განვითარებისათვის აუცილებელი ლუმინექსის აპარატის გადაცემისა და სპეციალისტების მომზადების საკითხი.

  • დაგეგმილ ტრენინგთა შორისაა
  • ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის HLA და სხვა ტრენინგები
  • ტვინის სიკვდილის დადგენა
  • დონორთა მართვა
  • ორგანოს ამოღება, დაცვა და ტრანსპორტირება
  • მოლოდინის სიის მართვა

2017 წლიდან საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია თანამშრომლობს თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასთან. ქართველი სპეციალისტები ესწრებიან თურქეთში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებს და საშუალება აქვთ, თვალყური ადევნონ დარგის განვითარებას. თურქ კოლეგებთან დიალოგის შემდეგ ქართველმა ტრანსპლანტოლოგებმა დააყენეს ცხედრიდან ორგანოთა გადანერგვისა და ქსოვილის ტიპიზაციის ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობის საკითხი.

თურქეთი მეხუთეა მსოფლიოში ორგანოთა გადანერგვის რაოდენობისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით და პირველია მილიონ სულ მოსახლეზე ცოცხალი დონორიდან ჩატარებული გადანერგვის ოპერაციების მიხედვით. აღნშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის მხრივ, თურქეთი უდიდეს გამოცდილებას ფლობს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით, თურქი და ქართველი კოლეგები დაიწყებენ ერთობლივ მუშაობას ისეთ თემებზე, როგორიცაა საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის დახვეწა, პრაქტიკული/სტაჟირების პროგრამებისათვის თურქეთის შესაბამის ცენტრებთან/კლინიკებთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემისა და რეგიონულ და კლინიკებზე მიბმული საკოორდინაციო სისტემების ჩამოყალიბება, გვამური დონაციისა და გადანერგვის მომსახურების დასაწყებად სამედიცინო, ტექნიკური, იურიდიული და ეთიკური საფუძვლისა და საზღვარგარეთ ორგანოთა გაცვლისთვის ნიადაგის მომზადება და ა.შ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისის ოფიციალურ ინაუგურაცია

Joni Kvaracxelia

«ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ — ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე»-ოთო კახიძე თეა წულუკიანს

გერმანია აფრთხილებს საქართველოს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი