განცხადებები

თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება, მათ მოუწევთ პროპორციული საარჩევნო სისტემის «გამოგლოვება»-თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ  თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას, მათ მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის «გამოგლოვება».

«მოლაპარაკებები ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება»-განაცხადა წულუკიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ლევან რატიანს…»- ნათელაშვილი

roma sajaia

სამ კითხვაში დავასრულებ შენს «გმირობას»-ელისო კილაძე გოლეთიანს მიმართავს

roma sajaia

ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დატოვე კომენტარი