სხვადასხვა

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ტვიტერზე გაავრცელა. «გელოდებით მოსკოვში» და «კეთილი იყოს შენი მობრძანება მოსკოვში» — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

„ცსკა“-მ თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა: „ბედნიერი ვარ, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს.»

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

აბრეშუმის გზის ასოციაცია სამი ქვეყნის ექვსმა პარტნიორმა დააფუძნა

ბაღდათში 1,777 ადამიანი, მათ შორის 201 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

LIVE:ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული, ენმ აქციას მართავს

დატოვე კომენტარი