განცხადებებისოცქსელი

«თმის ღერი, რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი!»-გიგა მაქარაშვილი

პარლამენტში გავრილოვის ერთ-ერთი შემომყვანი ზაქარია ქუცნაშვილი გავრილოვის შემოყვანას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას, სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის მამას აბრალებს, რომელიც პარლამენტში მიკროფონების და ხმის გამაძლიერებლების გამართულად უზრუნველყოფს.

«გაიცანით მამაჩემი, ნუკრი მაქარაშვილი. რამდენიმე თვეში 60 წლის ხდება. ფიზიკოსი, უმაღლესი განათლებით, მოხალისედ ნამყოფი ომში, სისხლის დონორი უწყვეტად 12 წლის განმავლობაში…
ჰყავს მეუღლე, 2 შვილი, 1 შვილიშვილი, უამრავი მეგობარი და ზურგს უმაგრებს 22 წლიანი უწყვეტი სტაჟი საქართველოს პარლამენტში.
მისი მოვალეობა მიკროფონოების და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა, არც მეტი და არც ნაკლები. მუშაობს 6 ადამიანთან ერთად, გუნდურად და დაუზარლად.
უმუშავია ზურაბ ჟვანიასთან, ნინო ბურჯანაძესთან, დავით ბაქრაძესთან, დავით უსუფაშვილთან, დირაკლი კობახიძესთან და აგერ თალაკვაძის დროსაც მუშაობს. თან ისე მუშაობს რომ ჯერ 1 საყვედურიც არ აქვს პასივში.
იცნობს ყველა ჟურნალისტი ვისაც პარლამენტში უმუშავია და ხშირ შემთხვევაში ის უფრო მეტად უყვართ ჩემს მეგობრებს ვიდრე მე ❤
ასეთია უბრალოდ, უყვარს ყველა და სხვებისგანაც იგივეს იღებს ხოლმე როგორც წესი.

ჰო და დღეს გამოვიდა ზაქარია ქუცნაშვილი და მორიგი მარგალიტი დააბრეხვა :))))
აქციების ერთერთი ლიდერის მამამ ჩასვა გავრილოვი სავარძელშიო და მიკროფონიც იმან ჩაურთოო :)))

ზაქარია, ჯიგარო, ყლეობა ვის არ გაუკეთებია და მითუმეტეს ვის არ უთქვამს, მაგრამ აბა დაფიქრდი ახლა რა მასშტბის სირობას ამბობ? :)))))))))))))))))))))

თმის ღერი რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ მთელს ჩემს დროს და ენერგიას იმას მივუძღვნი რომ ძალიან სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი!
მამი, შენ პატიოსნად მუშაობა გააგრძელე, ვერავინ მოგვერევა»-წერს სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ უნდა ვიდგეთ ბოლომდე»-დღეს აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე ისევ განახლდება

მალე თელავში აეროპორტი აშენდება

«უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი»-სპირიდონი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი